7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

უკრაინაში ოკუპანტთან ბრძოლაში დაშავებული ქართველი ჯარისკაცის დედა შვილს ერთ საათში ნახავს

პოპულარული

უკრაინაში ოკუპანტ ქვეყანასთან ბრძოლაში დაშავებული ქართველი ჯარისკაცის დედა შვილთან ერთ საათში ჩავა. ინფორმაციას გიორგი ბოტკოველი „რეაქციაში“ ავრცელებს. როგორც ბოტკოველი ამბობს, სპარტაკ ლეკიაშვილის დედას უკრაინაში ჩასვლაში დაეხმარნენ.
გიორგი ბოტკოველის თქმით, სპარტაკ ლეკიაშვილი მძიმე მდგომარეობაში მაისიდან არის, როდესაც ის ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიჭრა და თავდაპირველად მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოჯახს არ ჰქონდა.

ერთ საათში დედა იქნება ქალაქ როლნოში, ის უკვე გაემგზავრა პოლონეთიდან, ჩაფრინდა პოლონეთში და გაემგზავრა, ერთ საათში იქნება როლნოში, იქ დახვდება საქართველოს ყოფილი კონსული ოდესაში, თემურ ნიშნიანიძე და მას მიიყვანს საკუთარ შვილთან, ეს არის ყველაზე მთავარი. სპარტაკის ამბავი დაიწყო მაისიდან, როცა დაიჭრა ოჯახი ვერ პოულობდა, მაშინ დამიკავშირდა სწორედ პირველად დედა და აღმოვაჩინეთ, რომ იყო სპარტაკი მძიმედ დაჭრილი და კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

ასევე, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ემიგრაციაში მყოფები დაინტერესებულები არიან იმით, რომ სპარტაკის გადაყვანა მოხდეს უკრაინიდან ევროპის რომელიმე მნიშვნელოვან კლინიკაში, სადაც მას დამატებითი რეაბილიტაცია გაეწევა და დღეს სჭირდება სწორედ რეაბილიტაცია,“ – ამბობს ბოტკოველი.

გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ უკრაინაში ომში მებრძოლი და იქ დაღუპული ოჯახის წევრების მიმართ მთავრობა არასათანადო ყურადღებას იჩენს.

უკრაინაში ოკუპანტ ქვეყანასთან ბრძოლაში დაშავებული ქართველი ჯარისკაცის ოჯახის დახმარება უკრაინაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირმა,  მამა ნექტარიოს მჭედლიძემ ერთი კვირის წინ “რეაქციიდან” ითხოვა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები