ტრაგედია თბილისში – 15 წლის მოზარდი სატვირთო ავტომობილის შეჯახებას ემსხვერპლა

უმძიმესი ტგრაგედია თბილისში – 15 წლის მოზარდი სამშენებლო მასალებით დატვირთულმა სატვირთო ავტომობილმა იმსხვერპლა. კალანდაძის ქუჩაზე მიმავალი მანქანა დაგორდა და მე-11 კლასელი ბიჭი მოიყოლა. დაზიანებები იმდენად ძლიერი იყო, რომ მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივ მოსახლეობას ბავშვების სკოლაში გაშვების ეშინია, რადგან ამ ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, მერია პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებს, რომელიც ადილზე სამუშაოებს აწარმოებს.