3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ტაძარი განსაკუთრებული ადგილია ყოველი ქრისტიანისთვის – ვისაც სურს, გახდეს სულიწმიდის მიმღები, ისევე უნდა შევიდეს უფლის ტაძარში, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შევიდა – შიო მუჯირი

პოპულარული

ვისაც სურს, გახდეს სულიწმიდის მიმღები, ისევე უნდა შევიდეს უფლის ტაძარში, როგორცყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შევიდა“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ყოვლადწმინდაღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიადსაქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვაკურთხევას. დღეს, როდესაც ამ დღეს ვზეიმობთ, გვახსენდება წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა. ხილვად ჩემდა შვენიერება უფლისა და მოხილვადტაძარი მისი“. აი, ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ყოველი ქრისტიანისთვის და ამასმოწმობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებაც. სანამ ყოვლადწმინდა ქალწულიდედაღვთისა გახდებოდა, იგი ტაძარში უნდა მიეყვანათ. რისთვის იყო ეს საჭირო? იმისთვის, რომ განსაკუთრებულად მომზადებულიყო იმ დიადი მისიისთვის, რომელიც მას წინ ელოდა დამასთან ერთადმთელ კაცობრიობას. და აი, სწორედ ტაძრიდან გამოვიდა იგი, ვინც შემდგომგახდა დედაღვთისა, უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთასა, მთელი კაცობრიობის დედა და მეოხი.

და ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში იზრდებოდა და იქ ხდებოდა მისიმომზადება, მიგვანიშნებს დღეს იმაზე, რომ ყოველი ჩვენგანიც, ვისაც სურს, გახდესსულიწმიდის მიმღები, ისევე უნდა შევიდეს უფლის ტაძარში, როგორც ყოვლადწმინდაღვთისმშობელი შევიდა. ყოვლადწმინდა ქალწული საფეხურებით ადიოდა ტაძარში. მისიასეთი თანდათანობითი აღმასვლა არის იმ სულიერი აღმასვლის წინასახე, რომელიც ყოველმაჩვენგანმა უნდა განახორციელოს მას შემდეგ, რაც შევა უფლის ტაძარში, მოინათლება დაგახდება ქრისტეს ეკლესიის ცხოვრების მონაწილე, ეკლესიის წევრი. მაგრამ ყოვლადწმინდაღვთისმშობელი არა მხოლოდ ამ საფეხურებით ავიდა ტაძარში, არამედ ტაძარში შესვლისშემდეგ იგი შედის ტაძრის ყველაზე დაფარულ და საიდუმლო ადგილას, მის წმინდათაწმინდაში. ესეც არის წინასახე ადამიანის მიერ თავისი სულის სიღრმეში შესვლისა, რაც ასეაუცილებელია ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი გულის სიღრმეში, ჩვენი სულის წმინდათა წმინდაში უნდა მოხდეს ღმერთთან შეხვედრა. აქედან იწყებაადამიანის განსულიერება, აქედან იწყება სულიწმიდის მადლის მოხვეჭა.

აი, დღევანდელ დღესასწაულს, შეიძლება ითქვას, აქვს კიდევ ერთი წინასახე, ვინაიდანყოვლადწმინდა ქალწული თავისი მშობლების მიერ შეწირული იყო ეკლესიისთვის, მისი ამგზის დასაწყისში იყო თავგანწირვა და მსხვერპლი. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანისსულიერი ცხოვრების დასაწყისში უნდა იყოს თავგანწირვა. დღევანდელი დღესასწაულიც ჩვენმოგვიწოდებს თავგანწირვისა და თავგანწირული მსახურებისკენ. მინდა, დღეს თქვენთანერთად განსაკუთრებით მივულოცო ეს დიდებული დღესასწაული სრულიად საქართველოსკათოლიკოსპატრიარქ ილია II-, რამეთუ მან მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობამიუძღვნა ქართველი ხალხის ტაძარში მოყვანას. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ იგი დღესაცგვაძლევს ეკლესიის სიყვარულისა და თავგანწირული მსახურების დიდ მაგალითს. კიდევერთხელ გილოცავთ ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდაღვთისმშობლის ლოცვები ყოფილიყოს ყოველ ჩვენგანთან, ჩვენს ოჯახებთან, ჩვენსსამშობლოსთან, რომ ჯეროვნად შევძლოთ ქრისტიანული ცხოვრების ძალიან ძნელი, მაგრამსიხარულითა და დიდი სინათლით აღსავსე გზით სიარული, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი!“, – მიმართა მრევლს შიო მუჯირმა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები