1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

სუს-მა გამოკითხვები განაახლა – არასამთავრობოები სისტემური დევნის დაწყებაზე საუბრობენ

პოპულარული

სუს-მა გამოკითხვები განაახლა – ე.წ. “სახელმწიფო გადატრიალების” საქმეზე ტელეკომპანია “ფორმულას” ფოტოგრაფი დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ისაუბრებს. ვახო ქარელი ლილუაშვილის უწყებაში 4 საათზე მივა.

“კანვას საქართველოს” დირექტორი, გიორგი მელაძე აცხადებს, რომ სისტემური დევნის დაწყებასთან გვაქვს საქმე.

მელაძე ამბობს იმასაც, რომ სუსი შეეცდება ბევრი ადამიანი ჩაითრიოს ამ საქმეში, ერთადერთი გზა კი ამის დასამარცხებლად საჯაროობა, ერთობა და სოლიდარობაა ერთმანეთის მიმართ.

თავიდან ჩვენ ამას ვაფასებდით, როგორც სისტემური დევნის დაწყებას და ფაქტია, სწორედ ასეთ დევნასთან გვაქვს საქმე, ეს არის მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან, სუსის მხრიდან საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაცია მოახდინოს, ამიტომ შეეცდებიან ბევრი ადამიანი ჩაითრიონ ამ ყველაფერში, ძალიან ბევრი ადამიანი გასვარონ, ძალიან ბევრი ადამიანი შეაწუხონ და ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ ყველაფერთან დაპირისპირების არის საჯაროობა, ერთობა, სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ”, – ამბობს “კანვას საქართველოს” დირექტორი, გიორგი მელაძე.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ადამიანების დევნა ტრენინგისა და ორგანიზების მონაწილეობისთვის არის საბჭოთა დროინდელი რეპრესიის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც გავლენას ახდენენ ადამიანების თავისუფალ ნებაზე.

მაშინ, როდესაც მაგალითად რუსეთს ომი გადმოაქვს საქართველოში აფხაზეთში ჩვენს საზღვრებთან, ამ ფონზე ადამიანების დევნა ტრენინგისა და ორგანიზების მონაწილეობისთვის არის წარმოუდგენელი კატასტროფა, საბჭოთა დროინდელი რეპრესიის მექანიზმი და იმის გამეორება, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აკეთებდა, ეს არის თავისუფალ ნებაზე, ადამიანების ნებაზე გავლენის მოხდენა”, – ამბობს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები