6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

სისხლიანი გარჩევა საბავშვო ბაღთან – პირველი ინტერვიუ გურამ ელიზბარაშვილის ცოლთან

პოპულარული

პუდელი “პიპოს” გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირებით დასრულდა – თბილისის ცენტრში ყაზახეთის მოქალაქის  დაჭრისთვის გურამ ელიზბარაშვილს ჯერ ბრალი ვერ წარუდგინეს. მკვლელობის  მცდელობაში ბრალდებული ისევ მძიმე მდგომარეობაშია და კლინიკაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

გურამ ელიზბარაშვილის ცოლის, სალომე ივანიშვილი თქმით, რომელიც ასევე მის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ ბრალდებული, მისი მძიმე მდგომარეობის გამო, ჯერ არ დაუკითხავთ.

ჯერ კონტაქტისთვის არ არის მზად. ახალი ნაოპერაციებია, ჯერ ნარკოზიდან არ არის სრულად გამოსული. ჭრილობა რაც ვნახე, საკმაოდ მძიმეა. მისი დაკითხვა ჯერჯერობით არ მომხდარა, არ არის ხელმისაწვდომი საკონტაქტოდ, ვერ კითხავენ ჯერ. ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს ფეხის არეში, რომელმაც საკმაოდ მძიმე დაზიანება გამოიწვია. მის სიცოცხლეს, სავარაუდოდ, საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სტაბილურად მძიმეა, ჩემი შეფასებით და დანარჩენს უკვე ექიმები იტყვიან”. – აცხადებს ცოლი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები