3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

სისხლიანი გარჩევა მეჩეთთან – პოლიცია 38 წლის კაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს

პოპულარული

სისხლიანი გარჩევა მეჩეთთან.  პოლიცია ამ დრომდე 38 წლის კაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს. 40 წლამდე მამაკაცი გაქცეულია. რა მოხდა  მარნეულის ცენტრში? არსებული ცნობებით,
გვიან ღამით სავარაუდო მკვლელი რასიმ კარაჰმაზლის ჩაუსაფრდა, თავში ოთხი ტყვია ესროლა, შემდეგ კი გაიქცა. სროლამდე ადგილობრივებს ჩხუბის და შელაპარაკების ხმები ესმოდათ. ირკვევა რომ მოკლული რასიმ კარაჰმაზლი მეჩეთთან მუშაობდა კარ-ფანჯრის საწარმოში.

რა მოტივი უდევს საფუძვლად სისხლიან დაპირისპირებას? – ახლობლები და ადგილობრივები ვერ პოულობენ მიზეზს თუ რატომ უნდა მოეკლათ  38 წლის კაცი, რადგან მათი თქმით, რასიმ კარაჰმაზლი უკონფქლიქტო ადამიანი იყო.

ერთადერთი რაც გავიგეთ, გასროლის ხმა იყო. რამდენჯერმე გაისროლეს. ნამდვილად არ ვიცით, რა მიზეზით მოხდა მკვლელობა. არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო”. – ამბობენ ადგილობრივები.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები