3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

სისხლიანი გარჩევა თბილისში – ვინ არის ვორონცოვზე მოედანზე დაჭრილი პოლიციელი და რას ამბობს თავდამსხმელის ძმა?

პოპულარული

პოლიციელის და სამოქალაქო პირის დაჭრისთვის დაკავებული ბრალის წარდგენას ელოდება – ნოდარ ვაშაკიძეს ზაჰესის იზოლატორში გამომძიებლები დღის ბოლომდე მიაკითხავენ.

ვაშაკიძის  ოჯახის “პირველებთან” ინტერვიუში ირწმუნება, რომ დაკავებულს ბიზნესი არ აქვს, მაშინ ჩნდება კითხვა – რა მოხდა გუშინ ზაარბრიუკენის მოედანზე,  რამ აიძულა  ვაშაკიძე რვაა ჭრილობა მიეყენებინა მეზობლისთვის?

უბანი აკავშირებდა, არანაირი წილები. მეზობლები არიან, მე თვითონ არ ვიცი რა მოხდა”- ამბობს დაკავებულის ძმა. 

ირკვევა, რომ შემთხვევის მომენტში დაზარალებულიც და დაკავებული მამაკაციც ნასვამი იყვნენ.

რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი ამ დრომდე კლინიკაში არიან, ერთ-ერთი დაჭრილი  23 წლის პატრულ – ინსპექტორია. გიგი ოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა, ჭრილობა შემავალი იყო მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, პაციენტი საპალატე სივრცეში იმყოფება, მალე გაეწერება“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძე კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ვორონცოვზე დაჭრილი თემურ ანჯაფარიძე კომპანია “ორგანიკის” მეწილეა. რეესტრის თანახმად, ის ბიზნესის 27 %-იან წილს ფლობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბიც ბიზნესის და ფულის გამო მოხდა. სისხლიანი გარჩევა ზაარბრიუკენის მოედანზე გუშინ შვიდი საათისთვის მოხდა.

ჩხუბი მამაკაცებს შორის რესტორანში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, ნასვამმა ნოდარ ვაშაკიძემ ჯერ თემურ ანჯაფარიძე დაჭრა, შემდეგ კი გამოძახებაზე მისული პოლიციელი.

ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები