6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

საჭესთან იჯდა თამაზ გინტური, ავედით ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ – ოკუპირებული ცხინვალიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ვიდეო ვრცელდება

პოპულარული

სეპარატისტები საქართველოს გატაცებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის, სავარაუდოდ, იზოლატორში ჩაწერილ ვიდეოს ავრცელებენ, სადაც ის გამოკითხვაზეა და 6 ნოემბერს იხსენებს – ვისთან ერთად გაატარა დღე და სად იმყოფებოდა.

მე ვარ ლევან დოთიაშვილი, 1990 წელს დაბადებული, 25 ოქტომბერს. სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი, ვალიკო დოთიაშვილი, თამაზ გინტური, ვასიკო თიოტაშვილი, მერაბ პაპიტაშვილი და მერაბ დათვიაშვილი. ამის შემდეგ, რომ დავიშალეთ, 2 მანქანით წავედით. ერთი მანქანა, სამნი, წავიდა სოფლისკენ, სამნი კიდევ წავედით ეკლესიაში, ლომისაში სანთლების დასანთებად.

კითხვა: ვინ და ვინ იყავით?

პასუხი: თამაზ გინტური და თამაზ პაპიტაშვილი

კითხვა: “რულზე ვინ იჯდა”?

– “რულზე” იჯდა თამაზ გინტური. რა დროსაც ავედით ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ იქ. კარები იყო დაკეტილი და გავაღეთ ცულით”, – ამბობს დოთიაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები