1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

“საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა” – ელჩი ისრაელში

პოპულარული

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ასევე, პოლიციასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან – მისი თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ცნობები არ ყოფილა.

“საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე, ისრაელის პოლიციასთან […] ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადაყვანილი, ისინი ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმრო, აქ გვყავდნენ ბავშვები, თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, კარგად არიან, უსაფრთხოდ არიან”, – განაცხადა მან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები