1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ჩემი აზრით, გამოთაყვანებულია, დააჯერეს, რომ თუ ამ საკითხებს ამოიღებდნენ, რუსეთთან ურთიერთობა დალაგდებოდა – ჯაფარიძე

პოპულარული

 

რუსეთის ბუნება რომ არ იცვლება, ცხადია. არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორ მოიქცევი, რუსეთი იქცევა ისე, როგორც მას უნდა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში, კითხვა უნდა დაისვას, რა უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი ასე არ მოიქცეს – აცხადებს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე:
“რუსეთის ბუნება რომ არ იცვლება, ცხადია. არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორ მოიქცევი, რუსეთი იქცევა ისე, როგორც მას უნდა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში, კითხვა უნდა დაისვას, რა უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი ასე არ მოიქცეს. აქ მარტო ერთი პასუხი არსებობს, იმ ხალხს ესმის მხოლოდ ძალის, უნდა გადაიხადონ ფასი ამისთვის. ეს ფასი შეიძლება საერთაშორისო წნეხით გადაახდევინო და ყველა ფორმატში ამაზე უნდა ყვიროდეს საქართველოს მთავრობა, ოღონდ ახლა კი არ უნდა დაიწყოს ყრილი, ახლა დაგვიანებული არის. როდესაც მოდიოდნენ ხელისუფლებაში პროგრამაში რომ ეწერათ, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემები არ უნდა ფიგურირებდეს საერთაშორისო დღის წესრიგშიო, ამას მიაღწიეს. საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ჩემი აზრით, გამოთაყვანებულია, დააჯერეს, რომ თუ ამ საკითხებს ამოიღებდნენ, რუსეთთან ურთიერთობა დალაგდებოდა – აღნიშნა გირჩი ჯაფარიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები