3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დასანქცირდება და ჩააბარებს მიტაცებულ ძალაუფლებას – ნათელაშვილი EU-ს

პოპულარული

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიანიჭონ, რაც ოლიგარქი დასანქცირდება და მიტაცებულ ხელისუფლებას დააბრუნებს.

ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ მოქმეი ხელისუფლების პირობებში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა არასწორი ნაბიჯი იქნება, რადგან ეს იქნება ივანიშვილის წაქეზება, რომ არჩევნები ისევ გააყალბოს და ყველა ცოდვა ჩამოირეცხოს.

ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო ამ წუთისთვის მიტაცებული და პრივატიზირებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი წარმომადგენელ ოლიგარქის მიერ, ხოლო ევროკავშირის კანდიდატობა სტატურალურად და საერთაშორისო სამართლით, ენიჭება სახელმწიფოს და არა ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს, რომელიც, რა თქმა უნდა, ღირსია ყველა სიკეთი, ჩვენს შემთხვევაში.

შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ სტატუსის მინიჭება იქნება კრემლის მიმართ გახორციელებული რევერანსი და ივანიშვილისთვის ყველა ცოდვის ჩამოწერა, რაც მან ჩაიდინა ათწლეულების განმავლობაში, აგრეთვე წაქეზება, რომ უახლოეს ხანში ისევ გააყალბოს არჩევნები და დარჩეს სამუდამო მმართველად. 

დღეს მივმართეთ ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც მოხდება ოლიგარქ ივანიშვილის სრული დანსაქცირება და ის ჩააბარებს უკანონოდ მიტაცებულ ძალაუფლებას. სხვა შემთხვევაში, ეს ევროკავშირს და საქართველოს მოუბრუნდება ბუმერანგივით, – განაცხადა ნათელაშვილმა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები