3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღებას სასამართლოში კლანური მმართველობის დასრულება და დემოკრატიული არჩევნები განსაზღვრავს – ბესელია

პოპულარული

საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრად მიღებას  სასამართლოში კლანური მმართველობის დასრულება და დემოკრატიული არჩევნები განსაზღვრავს – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ, ზუგდიდში, მართლმსაჯულების სახლის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებტან განაცხადა, სადაც ის, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა.

ბესელიას თქმით, ამ რეფორმების გარეშე საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლა გაუჭირდება.

ორი მთავარი რამ განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრად მიღებას. პირველი ეს იქნება, მართლმსაჯულების რეფორმა და კლანური მმართველობის დასრულება და მეორე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ამის გარეშე ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადასვლა ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ის, რაც ახლა მივიღეთ, ეს იყო პირობადადებული ნაბიჯი და ამ პირობებში დევს მართლმსაჯულების რეფორმა, რასაც ჩვენ ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ, მაგრამ ეს არის ხელისუფლების ნება და ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩავატაროთ”, – აღნიშნა ბესელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები