3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

სასტიკი მკვლელობა თბილისში – ვინ და რატომ ჩაცხრილა 42 წლის კაცი

პოპულარული

თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი – ირკვევა, რომ კაცი, რომელიც ჩაცხრილეს 42 წლის იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღს მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 39 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 27 დეკემბერს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა 1981 წელს დაბადებულ ლ.გ-ს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ლ.გ. ადგილზევე გარდაიცვალა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ხ.ვ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები