1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

სასოწარკვეთის განცდა გადავზარდოთ ერთიანობის და ბრძოლის განცდაში – სააკაშვილის მიმართვა ემიგრანტებს

პოპულარული

სასოწარკვეთის განცდა გადავზარდოთ ერთიანობის და ბრძოლის განცდაში – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან ქართველ ემიგრანტებს და მათ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

უცხოეთში მყოფ ქართველებს მინდა მოვუწოდო, რომ 10-ჯერ მეტი მივიდეთ ამ არჩევნებზე. უნდა ვაიძულოთ საქართველოს მთავრობა, რომ გახსნას უფრო მეტი საარჩევნო პუნქტი. უნდა მივმართოთ ევროკავშირს, რომ გახნას იმდენი, როგორც იყო თავის დროზე, მაგალითად პოლონეთში.

როცა მეკითხებიან რატომ ჩავიგდე თავი საფრთხეში, თავი იმიტომ ჩავიგდე საფრთხეში, რომ ამ უბედურების ყურება გვერდიდან და ამის გადატანა შორიდან, თუნდაც ეს ყოფილიყო საკუთარი სიცოცხლის ფასად, არ შემეძლო. ამიტომ ის გრძნობა, სასოწარკვეთის, რომელიც თქვენ გაქვთ, უცხოეთში მყოფ ქართველებს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა თქვენი ქვეყნის მდგომარეობას უყურებთ შორიდან. მე მინდა რომ ეს სასოწარკვეთის განცდა გადავზარდოთ ბრძოლის და წინსვლის, ერთიანობის განცდაში” – განაცხადა სააკაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები