6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

სარდაფებში ხომ ვერ ვილაპარაკებთ, ტელევიზიით უნდა ვისაუბროთ – ბოტკოველი

პოპულარული

“სარდაფებში ხომ ვერ ვილაპარაკებთ, ტელევიზიით უნდა ვისაუბროთ, ეს იციან კარგად,” – ეს განცხადება “რეაქციაში” “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა ცენზურის კანონის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ბოტკოველის თქმით, ამ კანონითაც ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

ეს კანონიც ამას ემსახურება, როგორც გინდა გადაუგრიხო ხელი ტელევიზიას, ინგა გრიგოლიას ხელები როგორც არ უნდა გადაუგრიხო და შეაშინო, რომ შენ არ გაგვლანძღო იმ საქმეებთან დაკავშირებით, რა მავნელობლობასაც ჩვენ ჩავდივართ. ამით ხომ ვერ გააჩუმებენ ვერც ჟურნალისტს, ვერ პოლიტიკოს. სარდაფებში ხომ ვერ ვილაპარაკებთ, ტელევიზიით უნდა ვისაუბროთ, ეს იციან კარგად, მაგრამ ის უფრო ზუსტად იციან, რომ ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს და ეს არის მიზანმიმართული ქმედება,“ – ამბობს გიორგი ბოტკოველი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები