6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაყენებულია – ბეჟან წაქაძე

პოპულარული

სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაყენებულია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ბეჟან წაქაძე საუბრობს. სახელისფლებო გუნდის წევრი ისევ იმეორებს, რომ ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს.

ამასთან, წაქაძე ისევ მმართველ პარტიას აქებს და ამტკიცებს, რომ მსგავსი კეთილდღეობა ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.

ჩვენთვის ის უკვე გადაყენებულია, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და დღესაც არღვევს. ხალხს არ ხვდება, ის ხვდება მხოლოდ იმ ხალხს, რომელიც ოპოზიციაშია და მათ ლიდერებს, სხვა არავის ხვება. ჩემს სოფელში არ ყოფილა, ჩავიდნენ და სოფლებში გაესაუბრონ ხალხს. ასეთი ძლიერები არ ვყოფილვართ, როგორც დღეს ვართ. გადახედეთ ქვეყანაში რა ხდება: მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა. გაივლის ერთი წელი, ერთი წლის შემდეგ შევხვდეთ და გავისაუბროთ, – ამბობს ბეჟან წაქაძე.  

პრეზიდენტის და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადება გუშინ,  ირაკლი კობახიძემ გააკეთა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თქვა, სად ხედავს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს.

პრეზიდენტის აქტიურობით შეშინებული ხელისუფლება ოპოზიციური გადაჯგუფების სცენარებს წერს: არჩევნებამდე 2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები