1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

სალომე ზურაბიშვილი სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან – შალვა პაპუაშვილი

პოპულარული

სალომე ზურაბიშვილი სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია განჭვრეტა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე. ამასთან პაპუაშვილი ამბობს რომ, ქართველი ხალხის ინტერესშია, ქართულმა მართლმსაჯულებამ დაადგინოს, ვინ იყო ადამიანი, ვინც გაბედა და „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ცოცხალ ადამიანს.

„ჯერ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, სასამართლოს მივცეთ შესაძლებლობა, დაადგინოს ან არ დაადგინოს ბრალეულობა პირის. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, ჯერ მართლმსაჯულების აღსრულება მოვისმინოთ, რას იტყვის მართლმსაჯულება ამ საქმესთან დაკავშირებით. ზოგადად, მე არ მაქვს მოლოდინები ამ საქმეზე, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ვინაიდან მან კონსტიტუცია დაარღვია, არათუ შეწყალებები. ის სრულად გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებისგან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ერთი რამ არის ქართველი ხალხის ინტერესში, ქართულმა მართლმსაჯულებამ დაადგინოს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც გაბედა საქართველოს ისტორიაში პირველად და ცეცხლი წაუკიდა ცოცხალ ადამიანს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. ეს სიმართლე უნდა იცოდეს, ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. მართლმსაჯულების აღსრულებამდე ამაში ჩარევა, იქნება ხელის შეშლა იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს და დაადგინოს, რა არის სიმართლე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები