3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“საგანგაშოა, საქართველოს დამნაშავეების პოვნაში უნდა დავეხმაროთ” – ვარჰეი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

პოპულარული

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი, რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსადმი სოლიდარობას გამოხატავს.

აღნიშნულ ფაქტს ვარჰეიმ “საგანგაშო ცნობა” უწოდა და თქვა, რომ საქართველოს დამნაშავეების პოვნაში უნდა დაეხმარონ.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას… ყველანაირად გამოვხატავთ სოლიდარობას საქართველოს ხალხისადმი…ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ იპოვოს დამნაშავეები,” – განაცხადა ევროკომისარმა ბრიუსელში, სადაც დღეს მან და ევროკომისიის პრეზიდენტმა უსრულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები