3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

სააკაშვილის განცხადების მერე ცხვირები ჩამოუშვეს, სიაზე კანკალებენ – დოლიძე ენმ-ს ახალ მენეჯმენტზე

პოპულარული

ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ რომ მომავალი არჩევნებისთვის სიაში უმრავლესობა ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ,  ვინც პარლამენტში არასდროს ყოფილან, და ამბობს, რომ ამ გზავნის შემდეგ, პარტიის ახალმა მენეჯმენტმა ცხვირი ჩამოუშვა.

ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პარტიაში მანდატზე და სიაზე კანკალებენ და სწორედ ამიტომ არ ესიამოვნათ მესამე პრეზიდენტის განცხადება.

ეს განცხადება რაღაც დააიგნორეს და ცხვირები ჩამოუშვეს. ყველა ხედავს, რომ სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც მანდატზე კანკალებენ, სიაზე, მარტო მაგაზე ფიქრობენ, სხვაზე არაფერზე”. – ამბობს ბაჩო დოლიძე

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები