7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“რუსულ თვითმფრინავში უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ ყოფილან” – დანილოვი ბელგოროდში მომხდარზე

პოპულარული

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსულ თვითმფრინავში უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ ყოფილან.

“იყვნენ თუ არა იქ [რუსულ თვითმფრინავში] უკრაინელი სამხედრო ტყვეები, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არა. თვითმფრინავში რომ სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, კატასტროფის ადგილას მეტი “ბიოლოგიური მასალა” იქნებოდა. მათ [რუსებს] მთელი ეს ამბავი წინასწარ ჰქონდათ მომზადებული”, – ამბობს დანილოვი.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავში, რომელიც 24 იანვარს ბელგოროდში ჩამოვარდა, 63 დატყვევებული უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა და ისინი გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე კიდევ 9 ადამიანი – 6 ეკიპაჟის წევრი და 3 თანმხლები რუსი სამხედრო იმყოფებოდა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ბელგოროდში მართლაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მას S-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა.

27 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელგოროდის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პირველი განცხადება გაავრცელა. Ил-76-ის ჩამოვარდნას რუსეთის პრეზიდენტი კატასტროფიდან მესამე დღეს პეტერბურგში გამოეხმაურა, სადაც სამხედრო მოქმედებებში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

პუტინმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსია გაიმეორა, რომ ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ და აღნიშნა, რომ თვითმფრინავი უკრაინელებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ჩამოაგდეს. რუსეთის საგამოძიებო უწყებამ ერთწუთიანი ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ირწმუნება, რომ თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეების ჩასხდომის პროცესია ასახული.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები