3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

რუსული პარტიის დამარცხებას სწორედ ასე შევძლებთ… – ლევან ხაბეიშვილის ფორმულა

პოპულარული

„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მონაწილე და გაიზიარებს პროდასავლური პარტიების სამოქალაქო საზოგადოების წინადადებებს, კოორდინაციულ მუშაობას, სტრატეგიას. ჩვენ სწორედ ასე შევძლებთ რუსული პარტიის დამარცხებას, – ამის შესახებ ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა.

საზოგადოების წარმოდგენლებსა და პროდასავლური, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის რიგით მესამე შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის ეროვნული ინტერესების ირგვლივ გაერთიანება და ევროპული მომავალის დაცვა იყო.

მნიშვნელოვანია ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და არა რუსეთში, ჰქონდეს საერთო სტრატეგია და ეს შეხვედრაც ემსახურება შემდეგს, რომ პროდასავლურ ფლანგზე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ჯგუფებს ჰქონდეს კოორდინაცია. ძალიან კარგია, მივესალმები და ყველა ჯერზე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მონაწილე და გაიზიარებს პროდასავლური პარტიების სამოქალაქო საზოგადოების წინადადებებს, კოორდინაციულ მუშაობას, სტრატეგიას და ჩვენ სწორედ ასე შევძლებთ რუსული პარტიის დამარცხებას.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები