7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

რუსი პროპაგანდისტი სიმონიანი მამუკა მდინარაძის განცხადებით მოხიბლულია

პოპულარული

რუსი პროპაგანდისტი, რომელიც პუტინს აგვისტოს ომისთვის მადლობას უხდიდა, მამუკა მდინარაძის განცხადებით მოხიბლულია. “ქართული ოცნების” ლიდერმა პოლიტიკური ქათნაურები დღეს პირდაპირი მოსკოვიდან მიიღო. მდინარაძის განცხადებებით, რუსეთის შესახებ და ოპოზიციის წინააღმდეგ, დასავლეთში სანქცირებული პროპაგანდისტი ისე მოხიბლული აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური კომპლიმენტები მდინარაძეს ნახევარ-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე მიუძღვნა.

მდინარაძე კალაძის შემდეგ მეორე პოლიტიკოსია, რომელსაც მოსკოვიდან  საჯაროდ ტაში დაუკრეს. საოცრად ადექვატური ქართული ოცნება – ასე მოიხსენიებს სიმონიანი საქ-ოს ხელისუფლებას. მდინარაძეს დღეს მთელი მმართველი გუნდი იცავდა. თავად კრემლის ფავორიტს თავის მართლება რომ აერიდებინა პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდა. მდინარაძემ  მოსკოვის  გზავნილებში ოპოზიციის კვალი დაინახა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები