1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

რუსეთმა საქართველო შესაძლოა, ტურისტული თვალსაზრისით “მეგობრული” ქვეყნების სიაში შეიყვანოს

პოპულარული

რფ-ის სახელმწიფო დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც დსთ-ის რიგი ქვეყნების მიმართულებებზე სპეციალიზებული ტუროპერატორებისთვის ფინანსური შეღავათების შემოღებას ითვალისწინებს. საუბარია სარეზერვო ფონდში მინიმალური შენატანის  და ასევე, დაზღვევის თანხის ოდენობის შემცირებაზე. დოკუმენტი სახელმწიფო დუმის ელექტრონულ ბაზაზეა ატვირთული.

“საპარლამენტო გაზეთის” ცნობით, დსთ-ს ქვეყნების შესახებ ფორმულირება განარტებით ბარათშია ნახსენები. კანონპროექტის ტექსტში ნათქვამია, რომ ქვეყნების სიას მთავრობა დაამტკიცებს.

რუსული ტურისტული პორტალები ამტკიცებენ, რომ “მეგობრული” ქვეყნების სია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია. სიაში შედის ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, სასომხეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და საქართველო, ასევე, თვითგამოცხადებული რესპუბლიკები აფხაზეთი და სახმრეთ ოსეთი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები