1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

რუსეთმა ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

პოპულარული

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი ავრცელებს.

“მტერმა ნიკოპოლზე კამიკაძე-დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 67 წლის ქალი დაიღუპა. ამასთან, დაშავებულია 68 წლის კაცი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – ამბობს დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები