3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს

პოპულარული

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა იზვესტიასტან ინტერვიუში გააკეთა.

ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს.

ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და “და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს”.

ამავე ინტერვიუში ბჟანიამ ისევ შეაქო ქართული ოცნება და მის პოლიტიკას პრაგმატული უწოდა.

“საქართველოს მოქმედი ხელისუფება, ვგულისხმობ პრემიერმინისტრს და მის გუნდს, და არა პრეზიდენტს – ისინი პრაგმატული ადამიანები არიან”, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები