3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“რუსეთი და ევროკავშირი – არჩევანი გაკეთებულია” – სალომე ზურაბიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე

პოპულარული

 

“რუსეთი და ევროკავშირი – არჩევანი გაკეთებულია” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლულ გინტურზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ფორუმის მონაწილეებს უთხრა, რუსეთი არ იცვლება, მას კვლავ იმპერიალისტური ზრახვები აქვს და ეს რეალობა იქნება მანამ, სანამ რუსეთი მეზობელი ქვეყნის საზღვრებს არ აღიარებს და პატივს არ სცემს.

“რუსეთი და ევროკავშირი – არჩევანი უკვე დიდი ხანია გაკეთებულია, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა არსებობს. ეს აშკარა გახდა 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდეგ. ეს არის მუდმივი არჩევანი, რადგან ორი დღის წინ ევროკომისიამ, როგორც იქნა მოგვცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე. ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთმა რომელსაც ჩვევად ექცა, საოკუპაციო ხაზთან მოკლა ჩვენი ერთი მოქალაქე, ერთი კი მძევლად აიყვანა. ასეთი რამ ხშირად  ხდება.

 

ახლა რუსეთი აფხაზეთში შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გადაქცევის ტრანსფორმაციას ახდენს, რათა განათავსოს ფლოტი შავ ზღვაზე, ეს არის რუსეთი. იმედი არის ევროკავშირისკენ. უსაფრთხოება სრულად გარანტირებული არ არის, ვიცით, ეს დროს მოითხოვს, ალბათ იქამდე, სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები არ გავხდებით, მაგრამ ეს პროცესშია. ევროკავშირი გარედან ჩანს, როგორც ადგილი, სადაც ხარ დაცული.

არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც სურვილის მიუხედავად, რუსეთი ვერ მიწვდება. რუსეთი არ იცვლება – ეს არის ფაქტი. ის რჩება იმპერიალისტურ ძალად. სანამ რუსეთი არ აღიარებს და გააცნობიერებს, რომ  არსებობს სხვა ერები, რომელთა საზღვრებს პატივი უნდა სცეს. რომ აიღოთ ნებისმიერი რუსი და სთხოვოთ, დახატონ თავიანთი ქვეყნის რუკა, ზოგი უკრაინას შეიყვანს მის საზღვრებში, ზოგი საქართველოს, მათ არ იციან. უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას და გააცნობიერებს, სად იწყება მისი საზღვარი, ეს იქნება დასაწყისი ორმხრივი პატივისცემისა და თანამშრომლობისა,” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები