3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

რუსეთის ციხიდან ვადაზე ადრე გაშვებული “ტულუნელი მანიაკი” უკრაინის ფრონტზე მოკლეს

პოპულარული

საბრძოლო მოქმედებებისას მოკვდა 55 წლის პაველ შუვალოვი, იგივე ტულუნელი მანიაკი, რომელიც სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა, მაგრამ შეწყალების სანაცვლოდ ერთ-ერთი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ჯარისკაცი გახდა და უკრაინაში საომრად გაემგზავრა.

შუვალოვი რუსეთის ქალაქ ტულუნში 2019 წელს დააკავეს. გამოძიება შუვალოვს 1991-2019 წლებში მინიმუმ 27 ქალის გაუპატიურებასა და რამდენიმე მკვლელობაში სდებდა ბრალს. სასამართლომ ეჭვმიტანილი 2 გაუპატიურებასა და 2 მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. შუვალოვს 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სერიული მკვლელის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებმა მხოლოდ ახლა დაადასტურეს. შუვალოვი კომპანიის რიგებში 2023 წლის აპრილში ჩაირიცხა, ხოლო მაისის ბოლოს ის ბრძოლის ველზე მოკლეს. თანამებრძოლების თქმით მისი გვამის გამოტანა ვერ მოხერხდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები