3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

რუსები საქართველოში ისე იქცევიან, თითქოს საკუთარ სახლში არიან – სალომე ზურაბიშვილი

პოპულარული

რუსები საქართველოში ისე იქცევიან, თითქოს საკუთარ სახლში არიან, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა RFI -სთან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტმა ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყნის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.

დიდი ნაწილი, დაახლოებით, 100 000 დარჩა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრავი ტალღაა, რადგან ისინი შემდეგ სავარაუდოდ, სხვა ქვეყნებში გადადიან. ეს ეკონომიკური წვლილია, ისინი მონაწილეობენ ეკონომიკურ ცხოვრებაში. საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან ადვილია, 24 საათში შესაძლებელია კომპანიის გახსნა. ისინი ხსნიან პატარა ინდივიდუალურ კომპანიებს. მოსახლეობა შეწუხებულია, რადგან ეს რუსულენოვანი მოსახლეობა ჩამოდის, რომელიც არ გამოხატავს ნამდვილ ინტერესს ინტეგრაცია მოახდინოს ქვეყნის კულტურაში. გვაქვს განცდა, რომ ისინი იქცევიან ისე, თითქოს თავიანთ სახლში არიან, შესაძლოა, ახსოვთ, თუ როგორ იყო ადრე. და განსაკუთრებით არის განცდა, რომ [მათი შემოსვლა] არ არის კარგად კონტროლირებული და ამ მასებში, არ ვიცით ვინ შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში. და არის თუ არა ეს ზედამხედველობის ქვეშ, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები