6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

რომ ვთქვა, არ გულისხმობს მეთქი მელიას – საზოგადოება დამიჯერებს? – ხაბეიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

პოპულარული

ვის მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან წასვლისკენ, იგულისხმება თუ არა ნიკა მელია? – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ადრესატი სწორედ ნიკა მელიაა.

ხაბეიშვილის თქმით, თვეებია პარტიაში ელოდებიან ნიკა მელიას გადაწყვეტილებას – ან გააგრძელებს მათთან ერთად ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლას ან წავა პარტიიდან.

თუ არ მიიღებს ნიკა მელია წასვლის გადაწყვეტილებას, გარიცხავენ თუ არა სააკაშვილის განცხადების მერე პარტიიდან? – როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ახლა დღის წესრიგში ეს არ დგას.

მე რომ ვთქვა ახლა, რომ არ გულისხმობს მეთქი მელიას – საზოგადოება დამიჯერებს? ის ადამიანი, ვინც ამ თვეების განმავლობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ემთხვევა იმედის, პოსტვის, კობახიძის რიტორიკას, ცხადია, ამაზე იყო საუბარი. ჩვენ გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და არა რაღაცნაირად გაჯიუტება, განაწყენება პირადი ამბიციების გამო, ზიანი საერთო საქმეს და, შესაბამისად, სააკაშვილის განცხადებაც მიუთითებს ერთ რამეზე, ვისაც ბრძოლა სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისთვის ენმ-ში – გამარჯვების კოალიციაში ყველა კარი ღიაა, თუმცა ადამიანებს, რომლებსაც სხვა არჩევანი აქვთ გაკეთებული და ჩვენ რამდენიმე თვეა, დიდი მოთმინებით ვცდილობთ, რომ გზას არ ასცდნენ, იქნებ როგორმე მოიფიქრონ და საკუთარი ენერგია და რესურსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართონ და ვერ მივაღწიეთ ამ შედეგს და მეტიც, კიდევ უფრო მძაფრად აგრძელებენ, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდის შიგნიდან, ოჯახიდან ილანძღება და ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უბრალოდ არ დაასრულა, შეუძლია სხვა გზა მოძებნოს. რამე თუ არ მოსწონს ადამიანს, შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს – თან მინდა ენმ-ის წევრობა, თან აგინებდე კობახიძის, იმედის ენით, ეს არ არის ნორმალური. ან კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოთმინებით ველოდებით, რომ დაიწყებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, არჩევანი მასზეა, ან ამას გააკეთებს ან უნდა ეყოს ვაჟკაცობა და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას და მოიქცეს ისე, როგორც მას სურს,“ – ამბობს ხაბეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობას მიმართავს – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიის ყველა იმ წევრს, ვისთვისაც ახალი მენეჯმენტი მიუღებელია, დატოვონ პარტია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები