6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართავს

პოპულარული

რომან გოცირიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართავს.

რომან გოცირიძე ინტერესდება, 2012 წლიდან დღემდე, როდის და რამდენჯერ წარედგინა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

ასევე დეპუტატის კითხვა ეხება იმას, როდის და რამდენჯერ მიაწოფა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ მეცნიერების განვითარების შესახებ პროგნოზები და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად შემუშავებული წინადადებები სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ, ოფიციალური დოკუმენტის სახით.

რომან გოცირიძის მესამე კითხვა ეხება იმას, როდის და რამდენჯერ მიაწოდა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ „მთავრობის მეცნიერული მრჩეველის“ ნორმატიული შინაარსის შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებული რჩევა, ოფიციალური დოკუმენტის სახით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები