1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

როდის გადმოიტანა პუტინის მეგობარმა მილიონები “ლიბერთი ბანკში”? – რას ამბობს ადვოკატი

პოპულარული

როდის გადმოიტანა პუტინის მეგობარმა ბიზნესმენმა მილიონები “ლიბერთი ბანკში”? – ამ კითხვას არც ლიბერთი ბანკი და არც პუტინთან დაახლოებული პირის ადვოკატი არ პასუხობს.

ადვოკატის ინფორმაციით, “ლიბერთი ბანკიდან” ტრანზაქციის განხორციელება ალიშერ უსმანოვმა 2023 წლის 12 აპრილს ვეღარ შეძლო.

თანხა რამდენიმე წელია საქართველოში არის, კერძოდ, “ლიბერთი ბანკში”. კლიენტს თანხებზე წვდომა შეეზღუდა ამა წლის აპრილის თვეში, შესაბამისად, გარკვეული ვადა დასჭირდა იმის გარკვევას, კომერციულ ბანკს რა მიზეზი გააჩნდა იმისთვის, რომ ბლოკირება მოეხდინა ანგარიშების, რამდენიმე თვე გაგრძელდა კომუნიკაცია ლიბერთი ბანკთან და შემდეგ ეროვნულ ბანკთან. როდესაც ცნობილი გახდა იმ სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, რომლებზე დაყრდნობითაც უარი ეთქვა კლიენტს თანხებზე წვდომასთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარჩელის შეტანაზე.
ჩვენთვის ისტორია იწყება იმ მომენტიდან, როცა კლიენტს თანხებზე წვდომა შეზღუდა, თანხის განთავსების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის…
ჩვენთვის დავის მომენტი არის ის, როცა მას უთხრეს, რომ თანხის გადარიცხვის ან გატანის საშუალება არ ექნება, დავაზუსტებ, რომ კლიენტს სურდა, რომ თავისი კუთვნილი თანხის ნაწილი გადაერიცხა ასევე ევროპულ ბანკში – Raiffeisen Bank-ში, რომელსაც თანხის მიღებასთან დაკავშირებით მზაობა ჰქონდა,“ – ამბობს ადვოკატი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები