3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

როგორ ჩუქნიან “ოცნებას” ფულს რუსული კოპმანიები – ნადირაძე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

პოპულარული

როგორ ჩუქნიან “ოცნებას” ფულს რუსული კოპმანიები – ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, “შაბათის ეთერის” ხმაურიანმა გამოძიებამ ცხადყო, რომ მმართველ პარტიაშ შავი ფული ტრიალებს.

რუსული სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის, რომ ფინანსურად გაამაგრონ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება. ის გამოძიება ჟურნალისტური, რომელიც თქვენ ჩაატარეთ, ცხადყოფს, რომ პარტიაში ტრიალებს შავი ფული. ამით უნდა დაინტერესებულიყო და დაინტერესდეს პროკურატურა, ანტიკორუფციული, ასევე აუდიტის სამსახური, ყველა ის სახელმწიფო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია მსგავის ტიპის დანაშაულების გამოძიებაზე და ასევე პარტიების შემოწირულობების გამჭვირვალობასა და კანონიერებაზე, თუმცა ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებს, იმიტომ, რომ ყველა გასვრილი ამ სისტემაში და რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შექმნა ისეთი კორუფციული სისტემა, სადაც ხელი ხელს ბანს და ერთმანეთს, უბრალოდ, “უპრავებენ” მსგავის ტიპის უკანონო დანაშაულებებს, – ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

“შაბათის ეთერის” გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მმართველ პარტიას დიდ ფულს ჩუქნიან ადამიანები, ვისას ამის საშუალება არ აქვთ. მმართელ პარტიას მხოლოდ 3 თვეში 3 მლნ-ზე მეტი ჩაურიცხეს.

დადგენილია, რომ რუსულმა კომპანიებმა “ქართულ ოცნებას” ათი ათასობით ლარი აჩუქეს, კვალის არევის მიზნით კი  ქართველი თანამშრომლების ანგარიშები გამოიყენეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები