3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

როგორ აღმოაჩინა სოფო ნიჟარაძე,ცნობილმა იტალიელმა პროდიუსერმა კრისტიანო მარჯიოლიომ?

პოპულარული

31 დეკემბერს მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ,ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” საახალწლო ეთერში,ცნობილი იტალიელი ტელეწამყვანის, კომპოზიტორისა და მომღერლის კრისტიანო მარჯიოლიოს მიერ დაწერილი სიმღერა ,,Ancora,ancora,ancora” შეასრულა,რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა.

როგორც ცნობილია,ხმამ იტალიამდეც მიაღწია და თავად კრისტიანომ,სოფოს ნამღერი საკუთარ გვერდზე გააზიარა.იტალიაში წლებია ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტი ცხოვრობს,რომელმაც 1 წლის წინ ქართულ-იტალიური ონლაინ ტელევიზია დააფუძნა და იტალიელებს საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს აცნობს.

 

ახალი წლის წინა ღამეს, ქართველმა ჟურნალისტმა,ქეთი ნოგიევამ,კრისტიანო მარჯიოლიო გაიცნო და მას ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა..როგორც თავად ქეთი ამბობს,კრისტიანოს ქართველი მოსახლეობის სახელით,განსაკუთრებით კი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების სახელით,დიდი მოკითხვა და სიყვარული გადასცა. ერთმანეთთან დამეგობრება ქართველ ჟურნალისტსა და ყველასათვის საყვარელ მომღერალთან,კრისტიანოსთან მეგობრობა,ინსტაგრამზეც გაგრძელდა,რის შემდეგაც ქეთიმ ქართველი მომღერლის,სოფო ნიჟარაძის სიმღერა პირადში გაუგზავნა ტექსტით ,,ცნობილი ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე,თქვენს სიმღერას ასრულებს,ქართველებს ძალიან უყვარხართ”.კრისტიანომ საპასუხოდ, პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა…

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები