3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

როგორც ჩანს, გადაწყვეტილია მელიას დაჯგუფების გასვლა და შესაბამისად, შეეცადა, რომ წიხლიც მიეყოლებინა – სარჯველაძე

პოპულარული

“როგორც ჩანს, გადაწყვეტილია მელიას დაჯგუფების გასვლა პარტიიდან და შესაბამისად, შეეცადა, რომ წიხლიც მიეყოლებინა,” – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას “ქართული ოცნების” წევრი მიხეილ სარჯველაძე.

როგორც სარჯველაძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილისთვის ცხადია, რომ ენმ-ში არსებულ დაჯგუფებებს შორის დაძაბულობა უფრო გამძაფრდა.

რეალურად ხვდება ძალიან კარგად, რომ კულმინაციას მიაღწია დაძაბულობამ ამ დაჯგუფებებს შორის, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია მელიას დაჯგუფების გასვლა პარტიიდან და შესაბამისად, შეეცადა, რომ წიხლიც მიეყოლებინა, დაახლოებით, ასე მეჩვენება მე. დასუსტება, ერთმანეთზე თავდასხმები დიდი ხანია, მიმდინარეობს პარტიაში და მას რომ რეალურად ეს პრინციპული მიდგომა ამოძრავებდეს რეალურად ამ განცხადებას გააკეთებდა გაცილებით ადრე და არა, როცა გამავალ კორიდორშია ბატონი მელია,“ – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები