3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

რის გამო გაიმეტა ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილემ ქალი სასიკვდილოდ? – სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები

პოპულარული

ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე, სასამართლო პროცესის მოლოდინშია. რის გამო გაიმეტა ვოსკან ვოსკანიანმა თანასოფლელი ქალი სასიკვდილოდ? – “პირველებმა” სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები გაარკვია. 47 წლის წლის დაპატიმრებული კაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ნაჯახით შეიარაღებული 53 წლის მეზობელი ქალი მოსაკლავად დასდევდა.

ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ კაცი თავს იცავდა და სწორედ ამის გამო აჩეხა ნაჯახით ყოფილი თანამშრომელი.

როგორც უფლებადამცველი ამტკიცებს, ქალბატონსა და მის დასაცავ პირს ჰქონდათ კონფლიქტი, რომელიც ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ქალბატონმა, რომელიც მასთან მოვიდა, ორჯერ დაურეკა, შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმაც გადაურეკა და შეხვდნენ. ქალი იყო ძალიან აგრესიული და თავს დაესხა ნაჯახით. ამ დროს წაართვა ნაჯახი და ჩაარტყა, როგორც ის ამბობს, ის იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. მოწმე და თვითმხილველი ამ საქმეში არავინ არაა, რადგან ისინი იყვნენ მარტო, თუმცა ის, რომ ქალბატონმა ორჯერ დაურეკა აქეთ მას, ეს დადასტურებულია სატელეფონო ზარებით. დაურეკა იმიტომ, რომ მათ შორის ყოფით ნიადაგზე იყო კონფლიქტი და ამ კონფლიქტის გამო დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ეს კონფლიქტი ქალის ფსიქიატრიულიდან გათავისუფლებას არ უკავშირდება, ეს არის პირადი კონფლიქტი”.- ამბობს ადვოკატი.

ვოსკან ვოსკანიანი ახლა მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ელოდება სასამართლო პროცესზე გადაყვანას.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები