6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

რა ხდება კლუბ ბასიანთან?

პოპულარული

ბასიანთან დეკანოზი შალვა კეკელია პარაკლისს იხდის. კლუბთან მობილიზებულია პოლიცია.

6 თებერვალს, შალვა კეკელიამ ქადაგებისას თქვა, რომ პარასკევს, 9 თებერვალს 23:00 საათზე კლუბ ბასიანთან პარაკლისს გადაიხდიდა. მან განაცხადა, რომ ამ ფორმით ის 27 იანვარს, 19 წლის გოგოს გარდაცვალების ამბავს ეხმაურება, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკით გახდა.

კლუბი ბასიანი ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ იგი კლუბს 27 იანვარს, კვირას, დილის 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მათი თქმით, ინფორმაცია, თითქოს 2 თებერვალს, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისგან კლუბის კიდევ ერთი სტუმარი გარდაიცვალა, ტყუილია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები