3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

რა გგონიათ, ხაბეიშვილისთვის ვინ უფრო დიდი პრობლემაა, მელია თუ სოფო ჯაფარიძე? ვფიქრობ, ჯაფარიძე – ხუხაშვილი

პოპულარული

“რა გგონიათ, ხაბეიშვილისთვის ვინ უფრო დიდი პრობლემაა, მელია თუ სოფო ჯაფარიძე. მე ვფიქრობ, რომ სოფო ჯაფარიძე უფრო დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ სააკაშვილმა თავისი პირადი წარმომადგენელი დანიშნა, ოფისი გახსნეს, ეს არ არის პარალელური მენეჯმენტი?” – ეს განცხადება გია ხუხაშვილმა “დღის სტუმართან” გააკეთა.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, ხაბეიშვილისთვის სოფო ჯაფარიძის ფაქტორი უფრო საშიშია, ვიდრე ნიკა მელიასთან დაპირისპირება. როგორც პოლიტოლოგი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში პარალელური მენეჯმენტი შექმნა სოფო ჯაფარიძის სახით.

როგორც პარტიის ლიდერი ხაბეიშვილი არაადეკვატურად გამოიყურება, მიშაც ხვდება ამას. გამოჩნდა იმაში, რომ სოფო ჯაფარიძე არის ამის ნიშანი – რა გგონიათ, ხაბეიშვილისთვის ვინ უფრო დიდი პრობლემაა, მელია თუ სოფო ჯაფარიძე. მე ვფიქრობ, რომ სოფო ჯაფარიძე უფრო დიდი პრობლემაა, უფრო დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ სააკაშვილმა თავისი პირადი წარმომადგენელი დანიშნა, ოფისი გახსნეს, ეს არ არის პარალელური მენეჯმენტი? თუ ეს პარტია ექსკლუზიურად მიშას უკავშირდება – ყველა ამას თანხმდება, ხაბეიშვილიც მიშას სახელს ეფარებიან, მიშა, მიშას იძახიან – განა იმიტომ, რომ მიშა უყვართ, ეჯავრებათ, იმიტომ, რომ მიშას გარდა საკუთარი აქტივი რა აქვს ხაბეიშვილს.
ვფიქრობ, რომ სოფო ჯაფარიძე ხაბეიშვილისთვის და მის უკან მდგარი ორი კაცისთვის, სოფო ჯაფარიძე არანაკლები პრობლემაა, მეტი თუ არა. სოფო ჯაფარიძით ბალანსს აკეთებს, ნახეთ რას აკეთებს სააკაშვილი – კეზერაშვილ-მერაბიშვილს უნდათ ამ პარტიაზე კონტროლი, მათ სააკაშვილი არ სჭირდებათ, სააკაშვილის მხოლოდ ბრენდი სჭირდებათ, რომ აიფარონ წინ – რომ ილოცეთ, ღმერთი ჩვენთან არის, თორემ სააკაშვილი ვის დაკარგვია, რაში აინტერესებთ,“ – ამბობს ხუხაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები