7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

რაჭის ტყის მცველები თბილისისკენ მოემართებიან – რამდენიმე წუთში, შამუგიას სამსახურთან კარვები გაიშლება

პოპულარული

რაჭის ტყის მცველები თბილისისკენ მოემართებიან – გარემოს დაცვის სამინისტროსთან რამდენიმე წუთში აქცია იწყება. ვარლამ გოლეთიანს და მისი მხარდამჭერებს ოთარ შამუგიას სამსახურთან კარვის გაშლაა აქვთ დაანონსებული.

ამბროლაურიდან თბილისისკენ წამოსულ აქციის მონაწილეებს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები ხვდებიან.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის იმის გაგება, თუ რას აპირებენ და რა გეგმები აქვთ რაჭის ტყეებთან დაკავშირებით უწყების წარმომადგენლებს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე “პირველებთან” საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მიერ საქართველოს მიწა-წყლის გაყიდვა ერთეული ადამიანების ინტერესებს ეფუძნება.

“მთავარი გზავნილი ის არის, რომ საქართველოს მიწა-წყალი არ უნდა გაიყიდოს მოსახლეობის თანხმობის გარეშე. ყველაფერში აფსაიდში არ უნდა ვიყოთ მოსახლეობა. უბრალო ადამიანებს იმ მდგომარეობაში აყენებენ, რომ საარსებო არ ჰქონდეთ და ესენი კიდევ შენობებით ვერ ძღებიან. ამ შენობაში დამლაგებლად ვმუშაობდი წლების წინ და კარგად ვიცი. ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არ არის მოსახლეობის სურვილის და ნების მიხედვით, არის ერთეულების ჯიბისთვის”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები