“რატომ ჩაკეტეს კარი, შეგვიწყალე უფალო” – თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთები

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კადრებს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, გატაცებული საქართველოს მოქალაქის მობილური ტელეფონით არის გადაღებული. ამ ვიდეომასალაში თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული.
ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ხსნიან ლომისის ეკლესიის აჭედილ კარს გინტური და დოთიაშვილი. ისინი სადემონსტრაციოდ აჩვენებენ, როგორ აჭედეს რუსმა ოკუპანტებმა ლომისის კარი და როგორ ამოავსეს სამონტაჟო ქაფით, რომ ეკლესიაში სალოცავად ვერავინ შესულიყო.
“ეს არის ჩვენი სალოცავი, ვენაცვალე ამის ძალას და მადლს. ასე შვრებიან რუსები,” – ამბობენ სიცოცხლის ბოლო ვიდეოში გინტური და დოთიაშვილი.