1.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 1, 2024

რატომ შეწყვიტა გოგა რაზმაძის საქმეზე მოკვლევა – ომბუდსმენის განმარტება

პოპულარული

სახალხო დამცველი განმარტავს, რატომ შეწყვიტა გოგა რაზმაძის საქმეზე მოკვლევა. ომბუდსმენის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ყველამტკიცებულება შეისწავლეს, თუმცა დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. მისი მტკიცებით, ვერ დაადგინეს ვერც შევიწროება და ვერც დისკრიმინაციული მოპყრობა.

ომბუდსმენი გოგა რაზმაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

მიღებული გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დასაბუთებული, შეესაბამება კანონმდებლობას და ასევე იმ 9 წლიან პრაქტიკას, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირეით არსებობს. დისკრიმინაცია ვერ დადგინდა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც შევიწროებას  დაადგენდა და ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ სრულად წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მითითებული თითოეული არგუმენტაციის გამაქარწყლებელი არგუმენტაცია. ასევე, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატი ვერ ასაჯროებს მიღებულ გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პატივს ვცემთ როგორც განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებს,ა სევე სხვა იმ პირთა პერსონალურ მონაცემებს, რომელიც გადაწყვეილებაშია მოხსენიებული, თუმცა თავად გოგა რაზმაძეს შეუძლია, რომ გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება. ეს არის მისი უფლება და პრეროგატივა და საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს როგორც ჩვენი დასაბუთების თაობაზე, ასევე იმ მტკიცებულების ტაოაბზე, რომელიც მასთან მიმართებით არსებობდა. რაც შეეხება უშაულოდ მისი გათვაისუფლების საკითხს, აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს არის სრულად შსს-ს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი, შესაბამისად, ჩვენ დამატებით ამ საკითხტან მიმართებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ, – განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა. 

იურისტების შეფასებით, მომხდარი საშიშ პრეცედენტია, რადგან მომავალში შესაძლოა, სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი ვეღარავინ გაბედოს.

ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც საშიში პრეცედენტი, ვინაიდან სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბარი, როგორც უწყების დისკრედიტაცია ასე შეფასდა. ხშირად საჯაროობა არის თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. ასევე, შესაძლებელია, რომ ამ გადაწყვეტილებას ჰქონდეს დამაშინებელი ეფექტი უწყების სხვა თანამშრომლებისთვისაც, რომლებმაც შესაძლოა, მომავალში ვეღარ გაბედონ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და მათ მიმართ დისკრიმინაციაზე საუბარი, – ამბობს გოგა ხატიაშვილი. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები