4.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

პუტინი გრძნობს სისხლს, თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ ევროკავშირს – ზელენსკი

პოპულარული

პუტინი, როგორც ცხოველი, გრძნობს სისხლს, თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ ევროკავშირს, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის რპეზიდენტმა დასავლეთს და უკრაინის დახმარების აუცილებლობას კიევ ერთხელ გასუვა ხაზი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ტავისუფლების მიღწევის სიჩქარე სწორედ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზეა დამოკიდებული.

უკრაინის პრეზიენტმა ასევე თქვა, რომ 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება.

დასავლეთმა დაკარგა უკრაინაში მიმდინარე ომის გადაუდებელი  შეგრძნება და ბევრმა უკრაინელმა დაკარგა ექზისტენციალურისაფრთხის შეგრძნება. პუტინი გრძნობს სისუსტეს როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია. ის გრძნობს სისხლს, გრძნობს თავის ძალას და ვახშამზე შეგჭამთ მთელ თქვენს ევროკავშირთან, ნატოსთან, თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან ერთად. თავისუფლების მიღწევის სიჩქარე დამოკიდებული იქნება დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. 

2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება. შესაძლოა, 2023 წელს ვერ მივაღწეითე წარმატებას ისე, როგორც მსოფლიოს სურდა, შესაძლოა, ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ვიღაცას წარმოედგინა. მიუხედავად ამისა, მოსაზრება, თითქოს რუსული ძალები იმარჯვებენ, სხვა არაფერია თუ არა მხოლო განცდა, რადგან რადგან რუსები განიცდიან დიდ დანაკარგებს ისეთ ადგილებშიც, როგორცი ავდეევკაა, – თქვა ზელენსკიმ. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები