1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

პუტინის საზღვაო ფლოტის ეს უკანასკნელი განადგურება აჩვენებს, რომ ცდებიან, ვისაც სჯერა, რომ ომი ჩიხშია-ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

პოპულარული

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი რუსული სადესანტო გემის განადგურებას X-ზე ეხმაურება. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ არასწორია მოსაზრება, თითქოს უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია.

 “პუტინის საზღვაო ფლოტის ეს უკანასკნელი განადგურება აჩვენებს, რომ ცდებიან ისინი, ვისაც სჯერა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია. მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა. შავ ზღვაში რუსეთის დომინირება ახლა გამოწვევის წინაშე დგას და გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის ხელმძღვანელობით ახალი საზღვაო შესაძლებლობების კოალიცია ხელს უწყობს ზღვაზე უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფას,” – წერს შაპსი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები