6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

პროუკრაინული პოზიციის გამო წამოიწყეს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესი – დეკანოიძე

პოპულარული

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ “ოცნებამ” პროუკრაინული პოზიციის გამო წამოიწყო პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესი.

დეკანოიძის თქმით, სწორედ ანტიუკრაინული, ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერების კონტექსტში სჭირდება მმართველ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ეს პროცესი წამოწყებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით და ეს მიზეზი არის, პროუკრაინული პოზიცია დასავლური პოზიცია, რომელსაც არ იზიარებს საქართველოს ხელისუფლება და ეს მიზეზი არის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების. მე ვფიქრობ, რომ ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს და მე ძალიან შორს ვარ კონსპიროლოგიის თეორიისგან, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორედ ანტიუკრაინული, ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერების კონტექსტში, მათ სჭირდებოდათ ასევე იმპიჩმენტის პროცესი. ეს უფრო მძიმეა, იმიტომ, რომ გათვითცნობიერებულად აზიანებენ ევროინტეგრაციის პროცესს”, – ხატია დეკანოიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები