7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

“პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში” – ამ დისკუსიას კობახიძე “რევოლუციის თემის აქტუალიზაციად” მიიჩნევს

პოპულარული

“პროტესტი და წინააღმდეგობა XX-XXI საუკუნეების საქართველოში” – ამ სახელწოდების დისკუსია, რომელიც გამოცემა “ინდიგომ” დაგეგმა, “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის შემაშფოთებელია. დისკუსია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ 31 ოქტომბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მედიასთან ყურადღება გაამახვილა და თქვა, რომ დისკუსიის სათაურიც კი შემაშფოთებელია. კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ რევოლუციის საკითხის აქტუალიზაცია ხდება და ამაში უცხოური დაფინანსებაა ჩართული.

სათაური [დისკუსიის] უკვე შემაშფოთებელია – როდესაც ვიღაც რევოლუციის თემის აქტუალიზაციას ახდენს და ეს ხდება, მით უმეტეს, უცხოური დაფინანსებით, ეს, ბუნებრივია, შემაშფოთებელია და ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება“, – ამბობს კობახიძე.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ხელისუფლება არავის მისცემს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას.

ამ ქვეყანაში საზოგადოებას სიმშვიდე და მშვიდობა სურს. თუ ვიღაცებს საპირისპირო სურთ, არეულობა, „მეორე ფრონტი“ უნდათ, ამას სათანადო რეაგირება ექნება. ვერავის მივცემთ ქვეყანაში ასე მარტივად რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის საშუალებას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული“, – განაცხადა კობახიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები