CyC.Ge

ზედა მენიუ

  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ

მთავარი მენიუ

  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • კრიპტოვალუტა
  • სხვა
    • რელიგია
    • უცხოეთის ამბები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ

logo

  • მთავარი
  • სიახლეები
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • კრიპტოვალუტა
  • სხვა
    • რელიგია
    • უცხოეთის ამბები
  • რუსი პროპაგანდისტი სიმონიანი მამუკა მდინარაძის განცხადებით მოხიბლულია

  •  მიხეილ სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში – ელისაშვილი

  • სამხედრო სავალდებულო სამსახურთან და მის გადავადებასთან დაკავშირებით “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

  • „მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ალბათ ხაბეიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა – ოდიშარია

  • “ოცნების თვითგამოცხადებული ჯამბაზი” – სამადაშვილი ზარქუაზე

პოლიტიკა
მთავარი›პოლიტიკა›პრემიერის გასეირნება ფლორენციაში სამთავრობო თვითმფრინავით – კიდევ სად დაეშვა ბორტი N1 (შაბათის ეთერი)

პრემიერის გასეირნება ფლორენციაში სამთავრობო თვითმფრინავით – კიდევ სად დაეშვა ბორტი N1 (შაბათის ეთერი)

By თამარ სანაძე
11/18/2023
310
0
Share:
ირაკლი ღარიბაშვილი

“შაბათის ეთერის” ექსკლუზივი – პრემიერის გასეირნება ფლორენციაში სამთავრობო თვითმფრინავით, სადილი მდინარე არნოს სანაპიროზე და სწრაფი ტური ქალაქში, რომელიც იტალიური რენესანსის აკვნად იქცა. 

  • როგორ დაეშვა ბორტი ნომერი ერთი ქალაქებში, სადაც არც შეხვედრებია დაგეგმილი და არც ოფიცრული მოლაპარაკებები.

4 ოქტომბერი, დილის 10:00 საათი – თბილისი საერთაშორისო აეროპორტიდან სამთავრობო თვითმფრინავი აფრინდა, ზუსტად ამ დროს, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გავრცელა, რომ მთავრობის მეთაური და ოფიციალური დელეგაცია, ესპანეთში, ქალაქ გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა, თუმცა თვითმფრინავი, რომელიც, გრანადაში უნდა დაშვებულიყო,  გეზს არა ესპანეთისკენ არამედ იტალიის ყველაზე პოპულარული საკურორტო ქალაქისკენ იღებს, საქართველოს მთავრობის ბორტი ნომერი ერთი ქალაქი ფლორენციაში დაეშვა.

ოფიციალურ განცხადებაში, სადაც პრემიერის ესპანეთში ვიზიტის შესახებ იყო საუბარი, არაფერია ნათქვამი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გზად იტალიაში გაივლიდა. მთავრობის ადმინისტრაციას არც შემდეგ გაუვრცელებია ინფორმაცია იტალიაში შემდგარი შეხვედრების შესახებ.

ჩნდება კითხვა, რას აკეთებდა პრემიერი იტალიური რენესანსის სამშობლოში? 
პრემიერი ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე “შაბათის ეთერის” არცერთ კითხვას არ პასუხობს.

რადარის ჩანაწერებით დგინდება, რომ სამთავრობო ბორტი, რომელიც ესპანეთში სამიტზე მიფრინავდა, იტალიის ქალაქ გრანადაში 4 საათზე მეტ ხანს გაჩერდა.

“მელაძის შაბათმა” საკითხზე პრემიერის ბორტის პილოტი, ირაკლი მეზვრიშვილი ჩაწერა. ის ამტკიცებს, რომ ესპანეთში მიმავალი პრემიერის თვითმფრინავი ფლორენციაში ძლიერი ქარის გამო დასვეს, თუმცა ფრენის განაცხადების მიხედვით დგინდება, რომ ფლორენციაში გავლა თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. ფრენის განაცხადი თბილისიდან აფრენის წინ არსებობდა.

ამის შემდეგ უკვე ახალი არგუმენტი ჩნდება – თბილისიდან გრანადისკენ მიმავალი თვითმფრინავი დასალაგებელი იყო და იტალიაში ამიტომ დაეშვა.

სამთავრობო თვითმფრინავში 14 მგზავრი ეტევა, “შაბათის ეთერის” ინფორმაციით,  პრემიერი და მისი ახლო გარემოცვა ფლორენციაში სასეირნოდ წავიდა.
რადარის ჩანაწერებით დგინდება, რომ ფლორენციიდან ესპანეთში, სამთავრობო ბორტი 4 ოქტომბერს 15 საათსა და 45 წუთზე უნდა გაფრენილიყო, თუმცა გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი 35 წუთი ალოდინეს. 

რადარის ჩანაწერებით დგინდება ისიც, რომ ევროპის პოლიტიკური სამიტიდან თბილისისაკენ მომავალმა დელეგაციამ ამჯერად საბერძნეთში გაიარა. რადარი აჩვენებს, რომ სამთავრობო ბორტი ქალაქ სალონიკში დაეშვა და იქაც, 4 საათი გაჩერდა. 

იყო თუ არა პრემიერთან ერთად ბორტზე პირველი ლედი და ფლორენციაში დაფრენის მიზანი იყო თუ არა ნუნუ თამზაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სადილი არნოს სანაპიროზე? – პილოტი რომელმაც პრემიერი აფრინა, ვერ იხსენებს იმგზავრა თუ არა იმ დღეს ნუნუ თამზაშვილმა.

წინა სტატია

ყოფილი პროკურორი, რომელმაც ცოლს დანა 33-ჯერ ჩაარტყა, ...

შემდეგი სტატია

შსს: გარემოს დაცვის სამინისტროსთან 11 პირი დავაკავეთ, ...

0
Shares
  • 0
  • +

მსგავსი სტატიები

  • ზაქარეიშვილი
    პოლიტიკა

    თუ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბედნიერები იქნებიან – პაატა ზაქარეიშვილი

    11/02/2023
    By თამარ სანაძე
  • ლილუასვილი
    პოლიტიკა

    “ხალხო, იმდენი საფრთხეებია, იმდენი რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა” – ლილუაშვილი

    10/19/2023
    By თამარ სანაძე
  • სარკველაძე
    პოლიტიკა

    როგორც ჩანს, სტატუსს მივიღებთ – “ოცნება” ამტკიცებს, რომ ევროპაში “შეცდომები” გააანალიზეს

    11/06/2023
    By თამარ სანაძე
  • ოთარ ზურაბიშვილი
    პოლიტიკა

    ოთარ ზურაბიშვილი – რთულია ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში – ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა

    11/12/2023
    By თამარ სანაძე
  • პოლიტიკა

    საქართველოს დედაც, ეს არის ქოცის მთავარი გზავნილი – მანჯგალაძე

    10/30/2023
    By თამარ სანაძე
  • იასკო
    პოლიტიკა

    ლიზა იასკო – სააკაშვილის ღვინო კიევშია, მიხეილისთვის ეს მნიშვნელოვანია

    11/01/2023
    By თამარ სანაძე

მიმდინარე

  • 11/30/2023

    რუსი პროპაგანდისტი სიმონიანი მამუკა მდინარაძის განცხადებით მოხიბლულია

  • 11/30/2023

    კაბუ გაქცეული იყო საფრანგეთში იმიტომ, რომ ბიძინას და ბერას მიმართულებით ღიღინებდა – მშვილდაძე

  • 11/29/2023

     მიხეილ სააკაშვილს კისერში მოვკიდებდი ხელს და ან გლდანის ციხეში წავიყვანდი, ან რუსთავში – ელისაშვილი

  • 11/29/2023

    სამხედრო სავალდებულო სამსახურთან და მის გადავადებასთან დაკავშირებით “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

  • 11/29/2023

    „მესაფლავე“ თავიდან რომ იწერებოდეს, ალბათ ხაბეიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეძღვნებოდა – ოდიშარია

ჩვენს შესახებ

logo

ჩვენს შესახებ

  • საქართველო, თბილისი
  • 0123456789
  • info@cyc.ge
  • პოპულარული

  • მდინარაძე

    რუსი პროპაგანდისტი სიმონიანი მამუკა მდინარაძის განცხადებით მოხიბლულია

    By თამარ სანაძე
    11/30/2023
  • Making a Asian Woman Experience Loved and Cherished

    By ნოდარ ინანეიშვილი
    02/27/2023
  • Online dating Website Review

    By ნოდარ ინანეიშვილი
    03/03/2023
  • Comprehending the Different Types of Romantic relationships

    By ნოდარ ინანეიშვილი
    03/23/2023

შემოგვიერთდით სოციალურ მედიაში

  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • კრიპტოვალუტა
  • უცხოეთის ამბები
  • რელიგია
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • მასალის მოხმარების პირობები
© CyC.Ge ყველა უფლება დაცულია.