პრეზიდენტს თავისი ქმედებებით მთავრობის გაცხადებული პოლიტიკისთვის ხელი არ შეუშლია – ჩოკორაია

საკონსტუტიციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია მიიჩნევს, რომ პრეზიენტს უცხოეთში ვიზიტებით კონსტიტუცია არ დაურღვევია. სპეციალისტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტს თავისი მოქმედებით მთავრობის გაცხადებული პოლიტიკისთვის ხელი არ შეუშლია.
საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ დასკვნით არ დაადგინოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, იმიტომ, რომ არ არსებობს არც მტკიცებულებები, არაც ნორმის ინტერპრეტაციის იმგვარი შესაძლებლობა, რომ ჩვენ დავინახოთ ისეთი დარღვევა კონსტიტუციის, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი და პრეზიდენტის გადაყენება. აუცილებლად უნდა იმსჯელონ იმ საკითხზეც, რომ პრეზიდენტს თავისი მოქმედებით ხელი არ შეუშლია მთავრობის გაცხადებული პოლიტიკისთვის, – ამბობს ჩოკორაია.