6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

პრეზიდენტი იმპიჩმენტის მოლოდინში – როდის გამოცხადდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი

პოპულარული

პრეზიდენტი იმპიჩმენტის მოლოდინში – საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოსატანად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. წესით 14 ოქტომბერს მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, თუმცა ხვალ არასამუშაო დღეა, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ნერვების ომი ორბელიანების სასახლეში ორშაბათამდე გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები, სავარაუდოდ, დღეს შეიკრიბებიან.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილების თარიღთან დაკავშირებით დასმულ კითხვას არ პასუხობს.

მესმის თქვენი ლეგიტიმური ინტერესი, საზოგადოების მაღალი ინტერესი, თუმცა არსად არცერთ ქვეყანაში, მოსამართლეს საქმის განხილვასთან დაკავშირებით კითხვას არ უსვამენ და ეს თქვენ კარგად იცით. მოსამართლეს საქმის განხილვასთან დაკავშირებით არ ეკითხებიან, ეს არის სტანდარტი. ყველაფერი არის გამოცხადების ჩათვლით საქმის განხილვა. ამაზე კითხვებს არ უსვამენ მოსამართლეებს. შესაბამისად, მეტს ამაზე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, პრესსამსახურს შეგიძლიათ მიმართოთ. ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვერ გეტყვით”, – ამბობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, გიორგი კვერენჩხილაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები