პრეზიდენტი არ არის დარწმუნებული, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის წევრობა უნდა – ინტერვიუ CBS-სთან

ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში – საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ ღარიბაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა. ამერიკულ ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში ზურაბიშვილი ღიად ამბობს, რომ ესმის მხოლოდ ლაპარაკი და მთავრობის მოქმედებებს ვერ ხედავს.
თუ ევროკავშირი საქართველოს სტატუსს არ მიანიჭებს, ზურაბიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება.
კითხვა: არ ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრობით არის დაინტერესებული?
- პრეზიდენტი: ეს არის კითხვა, რომელსაც საქართველოს მთელი მოსახლეობა სვამს, ნამდვილად უნდათ სტატუსი, თუ ეს მხოლოდ მათ სიტყვებში გამოიხატება.