3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

პრეზიდენტის ძმა: ივანიშვილი ნამდვილი რუსი ოლიგარქია

პოპულარული

“მე ვგმობ ასეთ ჩართვას პოლიტიკაში”, – ამის შესახებ პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.

“მე ვგმობ ასეთ ჩართვას პოლიტიკაში, როცა მოდის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფრის გაკეთება შეიძლება და მით უმეტეს, როცა აზრები არ არის წინ, მაგრამ ფულია წინ”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ივანიშვილი ნამდვილად რუსი ოლიგარქია. კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ამაში პრეზიდენტი, ოთარ ზურაბიშვილი ამაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ საკუთარ აზრს აფიქსირებს.

“მე ვამბობ ჩემს აზრს. ჩემი აზრით, არის ნამდვილი ოლიგარქი, მთლიანი გაგებით და დამატებით, რაც ნათელია, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ ის ფარდის მიღმა აკონტროლებს მთავარ პარტიას”, – აღნიშნა ოთარ ზურაბიშვილმა.

როგორც ის ამბობს, როცა ადამიანი ბიზნესს რუსეთთან აკეთებს, ყოველთვის არსებობს ეჭვები, თუმცა, რამაც ივანიშვილის შეფასებისას “შეცდომაში შეიყვანა” იყო ის, რომ ის სააკაშვილის დროს, როგორც “მეცენატი”, ისე გამოჩნდა.

“ისტორია გვეტყვის, ეს სინამდვილე იყო თუ ფარსი, ან რა მიზნით კეთდებოდა იმ დროს. ეს ალბათ, მისი ნიღაბი იყო და ამის უკან დაიმალა. მერე, როცა გამოჩნდა ოცნების ნამდვილი მიდრეკილება და ურთიერთობა რუსეთთან, ცხადი იყო, რომ პირი, რომელიც ამას აკონტროლდება, თვითონ იყო”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტისა და ივანიშვილის კომუნიკაციას, ოთარ ზურაბიშვილის თქმით, მათ შორის “არანაირი კონტაქტი არ არის”.

“თვითონ არ მალავს, რომ არანაირი კონტაქტი არ არის, და დიდი ხანია, ეს გამოაცხადა, ყველა უყურებდა ამას ეჭვის თვალით, მაგრამ არანაირი კონტაქტი არ აქვს”, – ამბობს ის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები