3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა – წითლიძე

პოპულარული

“პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

წითლიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიცია, მოტივირებულია რომ ქვეყანამ
კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.

“შეხვედრაზე ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო.
განხილვის მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ
დარჩენილ მოკლე დროში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ასევე
მიმოვიხილეთ არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ვისაუბრეთ რამდენიმე
საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.
მათ შორის, მედიის წინააღმდეგ კანონზე, ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვქონდა, რატომ
არის ეს კანონი პრობლემური. ეს მოვახსენეთ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ
მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი.

პრეზიდენტის პოლიტიკურ და საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე
საუბარი არ ყოფილა. საუბარი უკავშირდებოდა იმას, რომ ძალიან მალე უნდა მივიღოთ
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი და დარჩენილ დღეებში რა უნდა
გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხს
დამატებითი ლეგიტიმაცია მივცეთ. ეს იყო მთავარი თემა, არანაირ სხვა პოლიტიკურ
გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. ის ისეა მოტივირებული როგორც ჩვენ, რომ ამ ქვეყანამ
კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.“- განაცხადა ანა წითლიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები